მენეჯმენტ-კონსალტინგი

მენეჯმენტ-კონსალტინგი

მენეჯმენტ-კონსალტინგი არის ხელოვნება სპეციალიზირებული გონება საქმიან სამყაროში საწადელი მიზნის მისაღწევად გამოიყენო სხვადასხვა ეფექტური სტრატეგიის კომბინირებით და, ამავდროულად,  დამსაქმებელს, დასაქმებულსა და საზოგადოებას საუკეთესო მომსახურება გაუწიო.

მენეჯმენტ-კონსალტინგში საჭიროება ადამიანური ცოდნის ზრდასა და განვითარებასთან ერთად იზრდება. შესაბამისად, სპეციალიზაციის არეალები ვითარდება და იზრდება ისეთ დონემდე, რომლის მოცვა და სხვადასხვა ასპექტის დაუფლება კომპანიებს არ ძალუძთ და ამიტომ დროდადრო სპეციელიზირებულ სფეროში კონსულტაციებს მიმართავენ. მაშინაც კი, როცა კომპანიას საშუალება აქვს უმრავლეს სფეროში სრულ განაკვეთზე მომუშავე სპეციელისტები დაასაქმოს, შეიძლება საჭირო იყოს ამ სპეციელისტების კონსულტირება უფრო მაღალი კვალიფიკაციის ან მეტი გამოცდილების დონეზე ან ისეთ სფეროში, რომელიც კომპანიაში წარმოდგენილი არ არის.

არასპეციალიზირებული მენეჯმენტ-კონსალტინგის ოფისების გამოყენებამ სერიოზული რისკები გამოავლინა შესაბამისი სპეციალიზაციის არქონის გამო, რაც კომპანიას ინვესტიციების კარგვის და არაეფექტური გადაწყვეტილებების ფასად უჯდება.

გარეშე მენეჯმენტ-კონსალტინგის გამოყენებას რამდენიმე უპირატესობა აქვს:

 უკეთესი პირობები დამოუკიდებლობისა და ნეიტრალური აზრისთვის, შიდა დასაქმებულთან შედარებით, რომელზედაც შესაძლოა პირადმა მოსაზრებებმა და ინტერესებმა ან კომპანიის შიგნით ძალისა და გავლენის გადანაწილებამ იმოქმედოს.

 უკეთესი პირობები ზოგადი ხედვის მისაღწევად, რაც უსაფრთხო რჩევის წინაპირობას წარმოადგენს, შიდა დასაქმებულთან შედარებით, რომლისთვისაც ამ ხედვის შექმნა შეიძლება რთული იყოს, საქმის მონაცემების მართვასა და ზრუნვაში მისი ჩართულობის გამო.

გარეშე მრჩეველი უკეთეს შესაძლებლობებს და ხელსაყრელ პირობებს უზრუნველყოფს საკონსულტაციო სამიზნე ჯგუფების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც საკონსულტაციო საგანთან დაკავშირებულ მრავალ დისციპლინას მოიცავს, ასევე, ხელმისაწვდომია შიდა პერსონალს შორის, მაგრამ გამოცდილებამ, წინასწარგანწყობამ, თავის წარმოჩენის მიზნით კონკურენციამ და შესაძლო კონფლიქტებმა შეიძლება მათი გუნდური მუშაობა დაჩრდილოს, რაც კონსკულტირების უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნის.